თბილისის ისტორიის მუზეუმი ზაირა ნადირაშვილის გამოფენას – „ახალი მე“ უმასპინძლებს

 20 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმი ზაირა ნადირაშვილის გამოფენას -„ახალი მე“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ზაირა ნადირაშვილის შემოქმედება ხელოვნების სხვადასხვა დარგსა და ფორმას მოიცავს: ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი, ინსტალაცია და სხვა. ბოლო წლების მანძილზე ავტორმა შეისწავლა გეშტალტ ფსიქოლოგია, რაც მისი ხელოვნებასთან დამოკიდებულების ახალ ინსპირაციად იქცა. ამ გამოცდილების ნიადაგზე შეიქმნა ნამუშევრების სერია „ახალი მე“, რომელიც მოიცავს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეოარტს. ამ პროექტით ავტორი გამოხატავს ახალ ხედვას, სადაც ფილოსოფია, მხატვრობა და ფსიქოლოგია ერთ ესთეტიკურ მთლიანობად გარდაიქმნება. პროექტით ,,ახალი მე”, ზაირა ნადირაშვილი დამთვალიერებელს შემოქმედებით ფასეულობათა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრებში იკითხება არტისტის, როგორც მაძიებელი ხელოვანის გამოცდილება.
2001 წლიდან დღემდე, ზაირა ნადირაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. ასევე ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისსა და ბათუმში.
ხანგრძლივობა: 20 – 30 იანვარი.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები