მოზარდ მაყურებელთა თეატრი რწყილისა და ჭიანჭველას თავგადასავალს უმასპინძლებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი „რწყილი და ჭიანჭველას” პრემიერას უმასპინძლებს. 20 იანვარს 17:00, 21 იანვარს 12:00 და 14:00, 27 იანვარს 15:00 საათზე ბავშვების საყვარელი ზღაპარი ერთ მოქმედებად გაიმართება.
ინსცენირების ავტორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი; რეჟისორები – დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანია.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, რწყილისა და ჭიანჭველას თავგადასავალს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე თოჯინები და მსახიობები ერთად გაითამაშებენ. ქართული ფოლკლორით, ცეკვებითა და ქალაქური სიმღერებით აღსავსე სპექტაკლი ჩვენი თეატრის სულ პატარა მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები