მოზარდ მაყურებელთა თეატრში პავლე ნოზაძის საიუბილეო საღამო გაიმართება

საქართველოს დამსახურებულ არტისტს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიისა და საერთაშორისო პრემიების ლაურეატს პავლე ნოზაძეს 70 წელი უსრულდება. იუბილარი მსახიობის დაბადების დღე 20 იანვარს, მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში აღინიშნება.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, საიუბილეო საღამოს პირველი მოქმედება დაეთმობა სპექტაკლს – „არ დამივიწყო”, ხოლო მეორე მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან: „ დიდრო”, „მე ვხედავ მზეს”, „ირინეს ბედნიერება” .
დასაწყისი: 19:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები