საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში  სამი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა,  ქვემო ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში  ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო    მეორე შემთხვევაში,  ქალაქ თბილისში, ყალბი 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯამში ამოღებულია 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები  და 48 800 ყალბი თურქული ლირა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები