ირაკლი კობახიძე: პარლამენტს ზედამხედველობის სფეროში უფრო განვითარებული რესურსები ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრა სხვა საკითხებთან, მათ შორის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაიმართოს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი საქართველოს პარლამენტმა აქტიურად უნდა გამოიყენოს.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მიმართულებით,ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რესურსების განვითარება სჭირდება და ამ კუთხით, პარლამენტი აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ არაერთხელ თავად გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულად საკმაოდ სუსტი, იყო დღემდე ძალიანსუსტი და გვჭირდება ჩვენი რესურსების განვითარება იმისათვის, რომ უკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ სამი წლის თავზე, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისებრივად განსხვავებულ ინსტიტუციას პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები