ავღანეთში აფეთქება მოხდა, დაღუპულია არასრულწლოვანი

ავღანეთის პროვინცია გურში, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაიჭრა მომხდარი აფეთქების შედეგად. ავღანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი, რამდენიმე წუთის წინ, საცხოვრებელ სახლში აიფეთქა. ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანია, ხოლო დაშავებულებს შორის ქალებიც არიან.
როგორც ადგილობრივი მედია პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება, სავარაუდოდ, ტერორისტი მეჩეთში აპირებდა ასაფეთქებელი საშუალების ამოქმედებას, თუმცა ის წინასწარ ამოქმედდა. ჯერ-ჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები