Mitsubishi რუსეთიდან 16 ათასზე მეტ ავტომობილს უკან გამოითხოვს

რუსეთში „Mitsubishi“-ის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი და იმპორტიორი “Mitsubishi Pajero“ и „i-MiEV“ 16,515 ათას ავტომობილს, უსაფრთხოების ბალიშის პრობლემების გამო, უკან გამოითხოვს.
ოფიციალური ინფორმაციით, გამოთხოვილი იქნება ის მანქანები, რომელთა რეალიზებაც 2013 წლის აპრილიდან 2016 წლის აპრილამდე მოხდა. „გამოთხოვის მიზეზი წინა მგზავრის უსაფრთხოების ბალიშის შესაძლო არასწორი ამუშავებაა“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დისტრიბუტორმა გაავრცელა. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე მოხდება წინა მგზავრის უსაფრთხოების ბალიშის შეცვლა. ყველა სარემონტო სამუშაო მფლობელებისთვის უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები