სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილი FACEBOOK-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიდი ალბათობით, გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii. მისი Fb-ნაცნობები თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებზე სწორედ Temirlan Pankisskii-ს ნიშნავდნენ. თავადაც ატვირთული აქვს 19 წლის მაჩალიკაშვილის ფოტო. გარდა ამისა, Temirlan Pankisskii-ს მეგობრებში ჰყავს თემირლან მაჩალიკაშვილის დები – ნატა და ნათია. ერთ-ერთი მათგანი მონიშნულიც ჰყავს – როგორც და.

2016-2017 წლებში, Temirlan Pankisskii-ს არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებსა და ვიდეოებს დებდა ISIS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოზე კი, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილია გამოსახული.

„ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეოს, რომელსაც Temirlan Pankisskii ავრცელებდა, აღწერად ერთვის, რომ ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე ის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინწინ კი გარდაიცვალა.

 

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები