თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, სოფელ დიღომში “ნატბეურების” დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, კვანტალიანისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე – სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის და გიორგი ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:30-დან 17:00 საათამდე – ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზის და მამისაანთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე კი – დიღმის მასივის V კვარტალს; 10:00-დან 12:00 საათამდე – ალეკო გობრონიძის ქუჩას; 12:00-დან 14:00 საათამდე – კახეთი გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური დიდი ლილოსა და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები