აბაშაში მოკლული ირაკლი კეკელიას დედა: ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი იყო

0

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში მოკლული 28 წლის ირაკლი კეკელიას დედის მარინა კეკელიას ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის მეგობარია.

“,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ერთად ვარჯიშობდნენ.რამდენიმე თვეა უთანხმოება აქვთ. წაუყვანია მდინარესთან, ორი ტყვია უსვრია, შეუხვევია და გადაუგდია.ორნი ყოფილან. ეს ფაქტი ერთერთმა თანასოფლელმა ნახა და ჩვენ დაგვიკავშირდა. საქმე აქედან გაიხსნა. მომიძებნეთ შვილის ცხედარი,” – აცხადებს მოკლულის დედა.

31 დეკემბერს აბაშაში დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობის საქმე დღეს გაიხსნა. პოლიციამ ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი