თურქმა სამართალდამცავებმა რუსეთის ელჩის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილე დააკავა. ამის შესახებ Euronews-ი იუწება.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაკავებულმა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში მთავარი როლი შეასრულა.

გასული წლის ბოლოს იმ ფოტოგამოფენის ორგანიზატორი, მუსტაფა ოზკანი დააკავეს, სადაც ანდრეი კარლოვი მოკლეს.

2016 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ელჩს ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაესხნენ თავს. მას სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან 22 წლის სირიელმა მევლუთ მერტ ალტინტაშმა ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები