“პირველად საქართველოს ისტორიაში სპეცსამსახურები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ”

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეცსამსახურები, პირველად საქართველოს ისტორიაში, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

“მთავარია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ კარგად, ისინი პირველად საქართველოს ისტორიაში, ბოლო პერიოდში, ამოდიან ეროვნული ინტერესებიდან. დარწმუნებული ვარ, ასეთივე გულწრფელი იქნება გამოძიება და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ასე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს არის რეალობა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მათ შორის, სჭირდებათ უსაფრთხოების სამსახურებსაც. მაგრამ ერთიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ოჯახის ტრაგედიაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, ძალიან დიდი ტრაგედიაა, როდესაც ადამიანს შვილი ეღუპება და მათ ნათქვამზე ვერავინ კომენტარს ვერ გააკეთებს. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც პოლიტიკოსები ამით სარგებლობენ, ეს არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები