მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში, ძმის გვერდით დაკრძალეს

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს. მარიკა ლორთქიფანიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღავლინეს.

ისტორიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები