ირაკლი კობახიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ გავაკეთოთ კომენტარები

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოებისგან უნდა დაელოდოს ინფორმაციას.

“მთავარია, რომ ჩვენ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღეს კი იგი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები