არჩილ თალაკვაძე: ამერიკელები ენდობიან საქართველოს, როცა გეგმავენ სად იმოგზაურონ

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა.

„მცირე და საშუალო ბიზნესი, ოჯახური ტიპის სასტუმროების მფლობელები, სატრანსპორტო კომპანიები უფრო მეტისთვის უნდა მოემზადონ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა საქართველოს, როგორც პარტნიორს უკვე 25 წელია ენდობა და მხარს უჭერს – დღეს კი უბრალო ამერიკელები ენდობიან საქართველოს, როცა გეგმავენ სად იმოგზაურონ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები