საჩხერის მუნიციპალიტეტში ღენტორ აბაშიძის სამარხს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფ.ჭალაში მდებარე ღენტორ აბაშიძის სამარხს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა.

სამარხი წარმოადგენს 1905 წ. გარდაცვლილი თავადის, ღენტორ აბაშიძის განსასვენებელს, რომლის საფლავის ქვაზე შესრულებულია აკაკი წერეთლის აკროსტიხი: „გამოსათხოვარი ღ მერთო მაღალო, შენ განუსვენე ერთგულსა შენსა ქრისტეს მიმდევარს ნეტარ ჰყავ იგი უკუნისამდე! ტკბილი შეასვი აქ სიმწარით მკვდარს! ოხვრით და ცრემლით გამოტარებულს, რისხვა არიდე მაღლით უფალო. აბრაამისა წიაღსა შინა ბინა მიუძღვენ შენ ძალთა-ძალო. აჰა მკითხველო! ეს ცრუ სოფელი შურის ბუდეა და უგნურების!… იცოდეთ ამბობს ამას, ვინც ლოდქვეშ ძევს, ამბობს და თვით არ ეყურების!…“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები