ლექციათა ციკლი – „საუბრები ხელოვნების შესახებ“ გაიმართება

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს ლექციათა ციკლი – „საუბრები ხელოვნების შესახებ“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციების თემატიკაა: ხელოვნება, მისი ჟანრები, დარგები, მიმდინარეობები, მსოფლიოს ცივილიზაციები, ხელოვნების სფეროში მომხდარი თუ მიმდინარე ეპოქალური მნიშვნლობის მოვლენები.

ლექციები გაიმართება ყოველ შაბათს:

13 იანვარი – „ძველი ბერძენი გმირები, პირველი ფიზიკოსები და თხის სიმღერა“.
20 იანვარი – „ბერძნული ქანდაკება – კუროსიდან მენადამდე“.
27 იანვარი – „წესრიგი ბერძნულად“.

ლექციას წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მერაბიშვილი.
დასაწყისი: 16:00 საათზე;
მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები