19 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

19 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ობიექტებს შორისაა სამარხები, ფოსტა, აბანო, ყოფილი ბაგა-ბაღი და შადრევანი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე სტატუსმინიჭებული ობიექტებია:

1. 1905 წლით დათარიღებული ღენტორ აბაშიძის სამარხი, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭალაში (აბაშიძეთა საგვარეულო სასაფლაოზე) მდებარეობს.
2. 1906 წლით დათარიღებული მარიამ გობაშვილის სამარხის ქანდაკება, რომელიც საჩხერის წმ. ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარეობს
3. ადამაანთ ციხე – თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. რუისპირი, XVIII საუკუნის ბოლო
4. ლალისყურის ციხის კომპლექსი: 1. ციხე-გალავანი; 2. ეკლესია; 3. სასახლე. თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლალისყური XVIII საუკუნის დასაწყისი; XIX საუკუნე
5. კვირაცხოვლის ეკლესია – თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მაგრანეთი გვიანდელი შუა საუკუნეები
6. ფასანაურის ფოსტა – დუშეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ფასანაური, 1840 წელი
7. ქაისხევის წმ. გიორგის ეკლესია – დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქაისხევი (იგივე თანდილაანთკარი მდ. არყალის მარცხენა მხარეს) გვიანი შუა საუკუნეები
8. შადრევანი „ლომი“ – ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა 1888 წელი
9. ყოფილი 29-ე ბაგა-ბაღის შენობა – ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. N24, 1956-57 წლები
10. ყარაჯაანთ ეკლესია – ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გავაზი (სოფლის აღმოსავლეთით 6
კმ-ზე, მდინარეების ალაზნისა და ავანისხევის შესართავთან. მდ. ავანისხევის მარცხენა მხარეს), XV-XVI
საუკუნეები.
11. ჩხერის ციხე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხერი (მდ. ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე), XVII საუკუნე
12. მძოვრეთის ციციშვილების აბანო – ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორთუბანი, XVII საუკუნეები
13. კეხისჯვრის ეკლესია – მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წეროვანი, VIII-IX საუკუნეები
14. ჭერემის მამა დავითის ეკლესია – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭერემი, VI-VII საუკუნეები
15. ჭერემის წმ. გიორგის ეკლესია – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭერემი, გვიანი შუა საუკუნეები
16. თეთრი გიორგის ეკლესია (დეკანოზური) – თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვარდისუბანი, VI-VII
საუკუნეები
17. შენობა-ნაგებობა, რომელიც 1875-1876 წლებით თარიღდება და მდებარეობს მისამართზე – ქუთაისი, ზ. ფალიაშვილის ქ.11 / ფალიაშვილის I შესახვევი N1
18. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია – ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცუცხვათი, შუა საუკუნეები
19. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია – ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცუცხვათი, განვითარებული შუა საუკუნეები / გვიანი შუა საუკუნეები

აღნიშნულის შესახებ ვრცელ ინფორმაციას 1tv.ge აქვეყნებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის მიერ ხელმოწერილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები