გია ჭანტურია გარდაიცვალა

ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გია ჭანტურია გარდაიცვალა. ჭანტურია ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.

გია ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარის თანამდებობას 1995-2004 წლებში იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე ის იყო აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი. 1997 წელს გიორგი ჭანტურიამ ხელი მოაწერა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აღდგენის შესახებ კონტრაქტს, 2002 წელს ჭანტურიამ ხელი მოაწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის შესახებ კონტრაქტს, 2003 წელს კი – კონტრაქტს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაყვანის შესახებ.

2010 წელს კი გია ჭანტურია პარტია „ქრისტიან-დემოკრატებმა” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები