თბილისში, ქარის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობას აუნაზღაურდება

დედაქალაქში ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას მოკლე დროში თბილისის მერია და შესაბამისი გამგეობები აუნაზღაურებენ, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.
ელოშვილის თქმით, ძლიერმა ქარმა ძირითადად საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა.
“ძირითადად გადახდილია სახურავები კორპუსებზე და კერძო საცხოვრებელ სახლებზე. წაიქცა რამდენიმე ხე, დაზიანებულია მანქანები. მთელი ღამე მობილიზებული იყო გამგეობები, სამაშველო სამსახურები. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და რა თქმა უნდა, ზარალს მერია და გამგეობები ოპერატიულ რეჟიმში აუნაზღაურებენ, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები