ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია – „ვინ ვინ არის ირანში“ გაიმართება

12 იანვარს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია – „ვინ ვინ არის ირანში“ გაიმართება. ლექციას ირანის თანამედროვე ისტორიისა და პოლიტიკის მკვლევარი ნიკო ქელბაქიანი წაიკითხავს.
როგორც საღამოს ორგანიზატორები აცხადებენ,  28 დეკემბერს ირანის მეორე უდიდეს ქალაქ მეშჰედში სიძვირისა და ფასების მატების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში და ქვეყნის მრავალ ქალაქში გავრცელდა.
თუმცა ირანის ამბების აღწერისას ხშირად ჩნდება დაბნეულობა, თუ ვინ არის ირანის მთავრობა, ვინ არის პირველი პირი და ვინ ფლობს ძალაუფლებას. ამ ლექციაზე შედგება საუბარი ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურ მოწყობაზე, თუ ვინ ვინ არის ირანში.
ნიკო ქელბაქიანმა დაასრულა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ირანის მიმართულებით და ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლის მაგისტრატურა ირანისტიკაში.
მისი კვლევის სფეროში შედის საბჭოთა/რუსულ-ირანული ურთიერთობები მე-20 საუკუნის ირანში.
საღამოს ორგანიზაოტრია „სამოქალაქო ქმედება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები