კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა

  კულტურის სამინისტროში გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ნანა დიმიტრიადი, თამარ გაბარაშვილი, გიორგი შავერზაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნათია ივანიშვილი, ირმა გიგანი და რევაზ ხაინდრავა.
მიხეილ გიორგაძემ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა, კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის განსაკუთრებით მდიდარი საიუბილეო თარიღების რაოდენობით იყო. შესრულდა სასწავლებლის 100 წლისთავი, გარდა ამისა, აღინიშნა 10 პროფესორ-მასწავლებლის იუბილე: ნანა დიმიტრიადი – 85, თამარ გაბარაშვილი – 80, მანანა ახმეტელი – 80, რევაზ თავაძე – 80, თენგიზ მუშკუდიანი – 90, გივი მუნჯიშვილი – 80, ამირან გირგვლიანი – 80, ნანა ხუბუტია – 75, მანანა დოიჯაშვილი – 70, გულიკო კარიაული – 70,  ნანა ავალიშვილი – 80. თითოეულ მათგანს დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების სამყაროში, ქართული მუსიკალური კულტურის ღირსეულად წარმოჩენაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები