BERLINALE TALENTS 3 ქართველ კინემატოგრაფისტს უმასპინძლებს

წელს ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმა Berlinale Talents  3 ქართველ კინემატოგრაფისტს უმასპინძლებს. Berlinale Talents ყოველწლიურად, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ბერლინალეს ინიციატივით ტარდება. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, წელს პლატფორმის მონაწილე 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება:
ანა სარუხანოვა – რეჟისორი;
რატი წითელაძე – რეჟისორი, პროდიუსერი;
ნინო ვარსიმაშვილი – სცენარისტი, პროდიუსერი.
Berlinale Talents კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ ვორკშოპებს და მასტერკლასებს, მიიღონ მონაწილეობა პანელ დისკუსიებში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინონ მათი პროექტები.
Berlinale Talents 17-22 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები