პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი კვლავ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას პარლამენტთან.
“წარმოგიდგენთ ჩემს ახალ საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს. მას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება მის მოღვაწეობას, როგორც იურისტის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას იმ სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში და გამომდინარე მისი ხედვიდან, ერთგულებიდან ამ პრინციპების მიმართ, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც საპარლამენტო მდივნის საქმიანობას გულისხმობს მიხარია, რომ ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარლამენტთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება უკეთესი რეალობის შესაქმნელად. ვუსურვებ ანას ეფექტურ მუშაობას”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები