რა კომპანიებში ფლობს წილებს დავით ბაქრაძის სიმამრი?

  „დავით ბაქრაძის სიმამრს – ლერი მეტრეველს 50-პროცენტიანი წილი აქვს სამშენებლო კომპანია „ბელდ ინვესტში”, რომლის შემოსავალი 30 მილიონი ლარია”, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას პირად წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. „ეს არის ადამიანი, რომლის ფინანსური შემოსავლები არასდროს ყვირის. თუმცა, როგორც ირკვევა, მის სიმამრს, ლერი მეტრეველს 50-პროცენტიანი წილი აქვს სამშენებლო კომპანია „ბელდ ინვესტში”, რომლის შემოსავალი 30 მილიონი ლარია.
გამარჯვებულია ორ სახელმწიფო ტენდერში (ტენდერის NSPA110020878 და SPA110012446), რომელთა ჯამური ღირებულება 1 118 181 ლარია. იმავდროულად, ლერი მეტრეველი 14 – პროცენტიან წილს ფლობს შპს „ჯიშსაშენში”, რომელსაც 2008 წლის 19 ნოემბრის პრივატიზებით საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული 950 ჰექტარი მიწის ფართობი დმანისის რაიონში. ეს მშრალი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ საჯარო დაწესებულებებიდან მოვიპოვეთ, კონკრეტულ პოლიტიკოსებთან ასოცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, ჩვენს მკითხველს გარკვეულ ინფორმაციას უქმნის იმის თაობაზე, რომ გუნდის წევრებს სხვადასხვა დოზით ჰქონდათ ე.წ. დაშვება ფულის კეთების მექანიზმებთან, თუმცა, ჩვენი რესპონდენტი აგვიხსნის სქემას, რომლის ფარგლებში მიღებული თანხებიც „ობშიაკისკენაც” უნდა გადანაწილებულიყო”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები