სასამართლომ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის წინააღმდეგ, ამავე კომიტეტის აპარატის თანამშრომლის, ელგა ფოლადიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ფოლადიშვილმა სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარემ სამსახურის დატოვება მოსთხოვა, ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ პროფესიით იურისტი არ არის.
ელგა ფოლადიშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები