„ცოცხალი კომუნიკაცია“ – რამაზ იოსელიანთან შეხვედრა გაიმართება

9 იანვარს, 19:30 საათზე, „მაგთი კლუბში“, „ცოცხალი კომუნიკაცია – შეხვედრა რამაზ იოსელიანთან“ გაიმართება.
როგორც „მაგთი კლუბში“ აცხადებენ, იგი საუკეთესო ადგილია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. აქ მსმენელი შეხვდება ცნობილ ბენდებსა და მუსიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა ჟანრის ცოცხალ მუსიკას ასრულებენ.
ამჯერად კლუბი მსახიობ რამაზ იოსელიანს უმასპინძლებს.

რამაზ იოსელიანი  –  დაიბადა 1958 წლის 11 მარტს.
1975 – 79 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, დრამისა და კინოს მსახიობი.
1979 წლიდან მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში.
1987 – 1999 წლებში, მეტეხის თეატრში.
1992 – 1995 წლებში, შოთა რუსთაველის აკადემიურ თეატრში.
2000 – 2006 წლებში, გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
2000 – 2006 წლებში, თავისუფალი თეატრის მსახიობი.
2004 – 2007 წლებში, გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.
2015 წლიდან მუშობს ფოთის თეატრში.
დამდგმელი რეჟისორია ფილმისა – „მაგრამ რა მერე?!“
გადაღებულია ფილმებში:„მაგრამ რა მერე?!“, „წითელი პატეფონი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ადამიანთა სევდა“,  „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „დღეს ღამე უთენებია“, „მარადისობის კანონი“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“…

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები