“მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა”
„შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა”,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.
“სახალხო დამცველის ოფისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის და მას შეერთებული შტატების მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.