„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ოქროს გლობუსის“ 75-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოური პრესის ასოციაციის მთავარი ჯილდოს – „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამჯერად „ოქროს გლობუსის“ მფლობელების და ნომინანტების ჩაცმულობაც მოექცა ყურადღების ცენტრში. მსახიობები, ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პროტესტის ნიშნად შავი ფერის სამოსით გამოვიდნენ.
გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო სატელევიზიო სერიალის ნომინაციაში „მხევლის წიგნი“ დაჯილდოვდა.
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ელიზაბეტ მოსი გახდა, დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი კი – სტერლინგ ბრაუნი.
საუკეთესო სატელევიზიო მინისერიალი – “დიდი პატარა ტყუილები”, HBO. მინისერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ნიკოლ კიდმანია, საუკეთესო მსახიობი კაცი კი – ევან მაკგრეგორი.
საუკეთესო დრამატული მსახიობი კაცი – გერი ოლდმანი, საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი კი ფრენსის მაკდრომანდია. საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა სურათმა – “სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური”.
საუკეთესო სცენარისტი – მარტონ მაკდონაჰი – ფილმი “სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისურისთვის”.
საუკეთესო მულტფილმი – “კოკო”.
საუკეთესო კომედიური შესრულება – ჯეიმს ფრანკო, ფილმისთვის „კატასტროფის შემსრულებელი“. ქალის საუკეთესო კომედიური როლისთვის ჯილდო კი სირშა რონანმა მიიღო.
კომედია-მიუზიკლის ჟანრში საუკეთესო ფილმი – “ლედი ბიორდი”.
საუკეთესო რეჟისორი – გილერმო დელ ტორო. საუკეთესი კომპოზიტორი – ალექსანდრე დეპლა.
საუკეთესო უცხოური ფილმი – გერმანული სურათი”ზღვარზე“.