ჰოლანდიური რეალითი შოუს 10 ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს

ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეარხ Avrotros-ზე რეალითი შოუს – wie is demol -ის მე-18 სეზონი დაიწყო, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს და რომლის 10 ეპიზოდიც საქართველოში გადაიღეს.
ჰოლანდიური გადამღები ჯგუფის ქართველმა პროდიუსერმა ნინო აღლაძემ აღნიშნა, რომ 18 წლის მანძილზე რეალითი შოუს ყველა სეზონს სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ და თითქმის უცვლელი სტატისტიკა დაფიქსირდა: შოუს მაყურებელთა 50 პროცენტი აუცილებლად ჩადის იმ ქვეყნის სანახავად, რომელშიც სათავგადასავლო შოუს ეპიზოდებია გადაღებული. ამის შესახებ სააგენტო „პირველი“ წერს.
„ერთი წლის წინ, შოუს პროდიუსერი და რეჟისორი დამიკავშირდნენ და საქარველოში გადაღებებისთვის, პროდიუსერად ამიყვანეს. გადაღებები მაისიდან დაიწყო. იანვარში გადასაღები ლოკაციების სანახავად რომ ჩამოვიდნენ, იმდენად აღფრთოვანდნენ, ათივე ეპიზოდის საქართველოში გადაღება გადაწყვიტეს. ყველაზე მეტად მოეწონათ ქვეყნის მრავალფეროვნება. გაოცებულები იყვნენ, ასეთ პატარა ტერიტორიაზე ასეთი მრავალფეროვანი გადასაღები ადგილების მოძიება რომ შეძლეს“, – აღნიშნავს ნინო აღლაძე.
მისივე თქმით, შოუს რეიტინგი, ჰოლანდიის სატელევიზო სივრცის 40-45% მოიცავს, რაც ძალიან სოლიდური რიცხვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები