რუსთაველის თეატრი „სალამურას“ განახლებულ სპექტაკლს მასპინძლობს

7, 9, 12, 13 და 14 იანვარს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლ „სალამურას“ განახლებული დადგმა გაიმართება:

როგორც თეტრში აცხადებენ, ეს არის ,,სალამურას” ზღაპარი ერთ მოქმედებად, რომელმაც გრძელი გზა გამოიარა. „ამ ზღაპარს რუსთაველის თეატრის მსახიობები ჯერ კიდევ მაშინ თამაშობდნენ, როცა თქვენი ბებიები და პაპები პატარა ბავშვები იყვნენ, დღეს ამ ზღაპარს ისევ რუსთაველის თეატრი გიყვებათ ….’’

რეჟისორები – რევაზ ჩხაიძე და დავით კვირცხალია;
მხატვარი – კოკა იგნატოვი (სპექტაკლის მხატვრობა აღადგინა გიორგი ალექსი-მესხიშვილმა);
კომპოზიტორი – ნოდარ გაბუნია;
ქორეოგრაგი – კოტე ფურცელაძე;
რეჟისორის თანაშემწე – მარინა ამაღლობელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები