გამოფენა – „ქართული ხელნაწერები იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში“ გაიხსნება

2017 წლის ბოლოს იუნესკოს მსოფლიოს მეხსიერების რეესტრში ზედიზედ მესამედ მოხვდა ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერი.
როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, გამოფენაზე – “ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში” სწორედ იმ ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიდა.
2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV;
2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი;
2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.
ექსპოზიციაზე ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა, დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ქართულ დოკუმენტს, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
გამოფენა ერთი თვის განმავლობაში  გაგრძელდება და 11 თებერვლამდე გასტანს.  დათვალიერება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები