გიორგი მარგველაშვილი: პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქრისტეშობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო და მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა.

“ყველას დიდი სიყვარულით და სიხარულით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს, ყოველ წელს, ჩვენში იშვება კიდევ ერთხელ ახალი, უმანკო და კეთილი.
პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური ცხოვრებით, სასულიერო ცხოვრებით მცხოვრები ჩვენი წმინდა მამები და დედები თავის ხედვას და ტკივილს გვიზიარებენ.
ყველა ეს თემა, რაც დღეს იყო ნახსენები პატრიარქის ეპისტოლეში, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამქვეყნად.
რანაირად ითარგმნება პოლიტიკოსისთვის ოჯახის სიძლიერე – ბუნებრივია, ეს ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რანაირად შემიძლია მე, როგორც პოლიტიკოსმა, გავაძლიერო სკოლები, გავაძლიერო უნივერსიტეტები, გავაძლიერო საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული. ასე ვკითხულობ მე ამ საკითხს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები