ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, მერის მიერ, 18 თანამშრომელზე გაცემული პრემიების თემას ეხმაურება

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ, 2017 წლის 27 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაცემული სახელფასო დანამატების თემას ეხმაურება.
“მერის 2017 წლის 27 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა სახელფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100 %-ის ოდენობით, აღნიშნული, საზოგადოებისთვის, ცხადყოფს რეალურ ვითარებას, ასევე ნათელს ფენს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინიციატორი ვიყავი თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემის, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი იყო წინააღმდეგი. ვფიქრობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას. მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახელფასო დანამატს თანამდებობრივი სარგოს 63 %-ის ოდენობით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს 50-მდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი. საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება. მოგეხსენებათ, საკრებულომ, საქმინობის გამჭვირვალეობის მიმართულებით, საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა, ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი. აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ჩემი მხრიდან, იქნებოდა ყველა ამ საქმიანობის არ დანახვა და მართებულად ვერ შეფასება. აქვე დავძენ, საკრებულოს და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღია”, – აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები