თამარ ხულორდავა სააკაშვილის საქმეზე: არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები.
როგორც ხულორდავამ აღნიშნა, მისთვის უცნობია, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ დადგება თუ არა კვლავ დღის წესრიგში სააკაშვილის საქართველოში ექტრადირების საკითხი.

“საქმის მასალებს არ ვიცნობ და შეფასებას ვერ გავაკეთებ. სასამართლომ, რომელიც არის კომპეტენტური, მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე, გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე სხვა ტიპის კომენტარი არ უნდა კეთდებოდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები