ბესელია სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის განაჩენზე: სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა მტკიცებულებებს

სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა მტკიცებულებებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის, საქალაქო სასამართლოს მიერ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენის თაობაზე განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპები დამოკიდებულია მხარეებზე, გაგრძელდება თუ არა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ირგვლივ დავა.
„სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა მტკიცებულებებს. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როდესაც თავის დროზე იმსჯელა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებებთან ერთად, ამ გადაწყვეტილებაში მიუთითა შეწყალების აქტის პოლიტიკურ შინაარსზე. ეს აქტიც განხილულია ევროსასამართლოს მიერ იმ კონტექსტში, რომ პრეზიდენტი, სასამართლო, პროკურატურა, გამოძიება – ყველა ერთხმად, შეთანხმებულად მუშაობდა ამ უდანაშაულო ახალგაზრდა ადამიანის წინააღმდეგ, რომ არ მომხდარიყო ამ საქმის ობიექტური გამოძიება. შეწყალების აქტზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც არის საუბარი და ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რაც კონსტიტუციით არსებობს, ამიტომ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები ეყრდნობოდა ამ გადაწყვეტილების მიზანს. რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპები დამოკიდებულია მხარეებზე, გაგრძელდება თუ არა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ირგვლივ დავა. ვაკვირდებით ამ პროცესს და ბუნებრივია, სასამართლო გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა, გარდა სასამართლოსი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო – მას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები