მექსიკაში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 2 ახალგაზრდა მოკლა, სამი მოზარდი კი, სასიკვდილოდ დაჭრა

მექსიკაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა, მექსიკური “სამოთხის” სანახავად ჩასულ ტურისტების ოჯახს ცეცხლი გაუხსნა და 2 ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 მოზარდი კი, სასიკვდილოდ დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელმა მსხვილ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა მანქანა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.
თავდასხმის დროს 2 ახალგაზრდა დაიღუპა, 11 , 14 და 17 წლის მოზარდები კი დაიჭრნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველების განცხადებით, მკვლელობისა და თავდასხმის მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები