ირანში, საპროტესტო შეტაკებების დროს, დაზვერვის ოფიცერი დაიღუპა

ირანში განვითარებული საპროტესტო აქციების დროს, დაზვერვის ოფიცერი დაიღუპა, ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყდნობით, გამოცემა “thenews.com.pk” ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, შეტაკებები პროტესტანტებსა და ანტი-რევოლუციურ ჯგუფებს შორის მოხდა, შედეგად კი ირანის დაზვერვის ოფიცერი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საპროტესტო აქციები გასულ კვირას ირანის ქალაქ მაშადში დაიწყო, შემდეგ კი მთელს ქვეყანაში განვითარდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების ზრდას და ქვეყანაში არსებულ კორუფციას აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები