ბერლუსკონიმ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატებად ტოტო კუტუნიო და ალ ბანო წარადგინოს

პარტია „წინ, იტალია“და მისი ლიდერი, იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი სილვიო ბერლუსკონი განიხილავენ ტოტო კუტუნიოს და ალ ბანოს კანდიდატურების წარდგენას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება. იტალიური ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლები შესაძლოა კანდიდატების სიებში მოხვდნენ საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე, სადაც მარტში, იტალიური პარლამენტის ორივე პალატის 1000 წევრისგან 18 დეპუტატი იქნება არჩეული. აღსანიშნავია, რომ მომღერალი ალ ბანო მუსიკალური კარიერის დასრულებას 2018 წლის 31 დეკემბრამდე არ აპირებს.
იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები