გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს ირანში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს

Antonio Guterres, United Nations High Commissioner for Refugees at a press conference. 1 July 2014. UN Photo/ Jean-Marc Ferré

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მხარეებს ირანში ძალადობის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გენერალური მდივანი შეშფოთებულია და თვალყურს ადევნებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სიტუაციის განვითარებას. „ის მოუწოდებს, პატივი სცენ მშვიდობიან შეკრებებს და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე დემონსტრაციების მშვიდობიან გამართვას. აუცილებელია, ძალადობრივი განვითარების დაშვება არ მოხდეს.“–აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის დიდ ქალაქებში, რომელთა შორის თეგერანი, მეშხედი, ისფახანი და რეშტია, 28 დეკემბრიდან სოციალური პროტესტის მასობრივი აქციები იმართება. ირანის პრეზიდენტმა ხასან როუხანიმ განაცხადა, რომ პროტესტი შიდა პრობლემებით არის გამოწვეული, თუმცა, ასევე გარე ძალების ინსპირირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები