ნიგერიის მეჩეთში აფეთქებისას ათი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის შტატ ბორნოში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ათი მომლოცველი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ნიგერიის პოლიციის ხელმძღვანელების განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა. ის მოზარდი იყო. ამ დროისთვის ჯერ–ჯერობით რეგიონში მოქმედ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ნიგერიაში ყველაზე გავლენიანი და სისხლიანი დაჯგუფება „ბოკო ჰარამია“. მისი ბოევიკები განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ გამოდიან და მთელ ქვეყანაში შარიატის შემოღებისთვის იბრძვიან. დაჯგუფება მრავალი ტერაქტის უკან დგას, რომლებიც ნიგერიის, კამერუნის და ჩადის საპასუხო სამხედრო კამპანიების წინააღმდეგ არის მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები