სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსული ვერტმფრენი „მი–24“ სირიაში ფრენისას ჩამოვარდა. ორივე პილოტი ადგილზე დაიღუპა. ავიაკატასტროფა აეროდრომ ჰამასთან 15 კილომეტრში მოხდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში რუსულ მედიას განუცხადეს, რომ ვერტმფრენის ბორტტექნიკოსმა ტრავმები მიიღო და მისი გადაყვანა აეროდრომ ხმეიმიმში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მოხდა.
მომხდარის მიზეზად ტექნიკური გაუმართავობა დასახელდა.
ამ დროისთვის რუსეთის საჯარისო ნაწილების უმეტესობა სირიიდან გაყვანილია, თუმცა სამხედრო ბაზებზე ხმეიმიმში და ტარტუსში მუდმივი დაჯგუფება საჯარისო ნაწილებია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები