ნიგერიაში მეჩეთზე მომხდარ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

შემთხვევა ბორნოს შტატში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ნიგერიაში თავადასხმა გუშინაც მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიის მრევლს დაესხნენ თავს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები