მაიკ ტაისონს სამედიცინო მარიხუანას წარმოება სურს

მსოფლიო კრივის ლეგენდას, მაიკ ტაისონს სამედიცინო მარიხუანას წარმოება სურს, რომელიც მის ბიზნეს-საქმიანობად გადაიქცევა. სამედიცინო მარიხუანას ბიზნესის განვითარებაში მაიკ ტაისონს პარტნიორობას ბიზნესმენი რობერტ ჰიკმანი და ჯეი სტრომანი გაუწევენ.
როგორც გამოცემა „TACC“ იუწყება, 16 ჰექტარი მიწის ფართობზე კანაფს დათესავენ, „ტაისონის რანჩო“ კი ქალაქ კალიფორნიასთან ახლოს მდებარეობს.
ტაისონი გეგმავს, საკუთარ „რანჩოზე“ გახსნას სასწავლო დაწესებულება, სადაც მოხდება მარიხუანას სამკურნალო და სასარგებლო თვისებების შესწავლა.
კალიფორნიაში რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას გაყიდვა დაიწყო. ინიციატივას ამომრჩეველმა 2016 წელს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები