ინდოეთი 12.5 მილიარდ რუპიას 240 საჰაერო ბომბში გადაიხდის

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთისგან 240 საჰაერო ბომბს შეიძენს, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „РИА Новости“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთი საჰაერო ბომბებს კომპანია „Рособоронэкспорт“-ისგან 12.5 მილიარდ რუპიად (200 მილიონ დოლარად) შეიძენს.
გარიგება მიზნად ისახავს ინდოეთის საჰაერო ძალების არსენალის ზუსტი იარაღით შევსებასა და მათი შეტევების გაზრდას, აღნიშნულია ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ინდოეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა 131 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შეიძინოს, რაც დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები