ირანში ანტისამთავრობო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა

ირანში, ანტისამთავრობო აქციების მსვლელობისას ორი ადამიანი დაიღუპა.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ, სამი დღის წინ ქალაქ მაშჰადში დაიწყო და შემდეგ რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა.

მოსახლეობა სოციალურ საკითხებთან ერთად, პრეზიდენტ რუჰანის გადადგომას, რელიგიური მმართველობის გაუქმებას და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები