რაზე ისაუბრეს ერდოღანმა და რომის პაპმა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და რომის პაპ ფრანსისკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი გახდა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა და რომის პაპმა ხაზი გაუსვეს იერუსალიმის არსებული სტატუსის დაცვის მნიშვნელობას, რადგან ეს ქალაქი წმინდაა მსოფლიოში არსებული სამი რელიგიის მიმდევრებისთვის და მას საკვანძო როლი აქვს რეგიონის სტაბილურობისთვის. აგრეთვე, მხარეებმა ამ კუთხით ერთობლივი ძალისხმევის საჭიროებაზეც ისაუბრეს და უახლოეს პერიოდში შეხვედრის დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წინა კვირას, იერუსალიმის სტატუსის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების არმიღების თაობაზე, რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიღებას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 9 იყო წინააღდეგი, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები