თურქეთში დაკავებული 29 პიროვნება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანლი

თურქმა სამართალდამცვლებმა ანკარაში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს, შედეგად „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 29 პიროვნება დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაკავებულთა უმრავლეოსობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ანტიტერორისტულ ოპერაციაში 500 -მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.
ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა, ორგანიზაციული დოკუმენტები და ციფრული ხელსაწყოების დიდი რაოდენობა ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ტერორისტულ თავდასხმებს ახალი წლის დღესასწაულისთვის გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები