მალტაში, ძლიერი ქარის გამო, თვითმფრინავი შენობას შეეჯახა

მალტის საერთაშორისო აეროპორტში, ძლიერი ქარის გამო, კერძო თვითმფრინავი დაგორდა და ერთ-ერთ შენობას შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა „abcnews.go.com“ ავრცელებს.
„როგორც ჩანს, თვითმფრინავს მუხრუჭები გაუმართავი ჰქონდა, ძლიერმა ქარმა ის გზაზე გამოაგორა და შენობას შეაჯახა“, _ განაცხადა ადვოკატმა პოლ სამიტმა „ abcnews.go.com“-თან საუბრისას.
ინციდენტისგან გამოწვეული ხარჯები დაუდგენელია, გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაზარალებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები