ნიუ-იორკში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა.
ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მეოთხე სართულამდე ააღწია. ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სართულზე დაიღუპა.
ინციდენტის ადგილზე მეხანძრეები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებმაც 12 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, დაშავებული 4 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
ამ დრომდე ხანძრის გაჩენის მიზეზი გაურკვეველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები